სახელი : ეთერ ხატიძე - მეფუტკრეობა

ეთერ ხატიძე მეფუტკრეობას მისდევს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში. ის და მისი ოჯახი საკმაოდ გამოცილდები არიან ამ დარგში და სურდათ გაფართოვება. სწორედ ამიტომ, ეთერმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.

პროექტის დახმარებით, ეთერმა ფუტკრის ცხრა ოჯახი შეიძინა და აქტიურად დაიწყო საქმიანობის წარმართვა. ის ძირითადად აწარმოებს თაფლს, ფიჭასა და სანთელს. ეთერი ნატურალურ და გემრიელ პროდუქტს სთავაზობს თავის მომხმარებელს. მოთხოვნის შესაბამისად, მას ასევე შეუძლია ფუტკრის რძისა და სხვა სამკურნალო პროდუქციის წარმოებაც.

მომავალში ეთერი გაფართოვებაზე ფიქრობს და მომსახურების გამრავალფეროვნებაზე. ამისათვის, დამატებით ფინანსებთან ერთად საწური სჭირდება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.