სახელი : ხათუნას საკონდიტრო

ხათუნა მღებრიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს. ის ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე და ყოველთვის სურდა დამატებითი საქმიანობა წამოეწყო და ოჯახს დახმარებოდა ფინანსურად. ხათუნა გემრიელ ნამცხვრებსა და სხვადასხვა ცომეულს აცხობდა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა საკონდიტრო გაეხსნა.

ინიციატივის განხორციელების მიზნით,  ხათუნამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ინვენტარი შეიძინა. ახლა, ის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს თავის მომხმარებელს: სხვადასხვა ნამცვრებიდა ფუნთუშები.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.