ლეილა აფციაური თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. KRDF-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ინიციატივის ფარგლებში ლეილამ ჩირის ბიზნესი წამოიწყო და ნატურალური ვაშლის, კენკრისა და ქლიავის ჩირის წარმოება-რეალიზაციას აპირებს.
ლეილა აქტიურად არის ჩართული ამ საქმიანობაში და ცდილობს მაქსიმალურად სწორად გათვლოს შესაძლო რისკები. ამ ეტაპზე რეალიზაცია არ დაუწყია, თუმცა უკვე ჰყავს პოტენციური მომხმარებლები.
პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.