მარინა ჯვარიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას მისდევს. მისი ოჯახი მიწას ფლობს და ამუშავებს კარტოფილს, ხორბალს და ა.შ. მარინას ყოველთვის სურდა ოჯახის დახმარება. სწორედ ამიტომ, მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის დახმარებით, მარინამ ხელის ტრაქტორი შეიძინა და შესაძლებლობა მიეცა ადვილად დაემუშავებინა სათიბი მიწები. ახალმა ტექნიკამ მარინას საკმაოდ დიდი შეღავათი მისცა, როგორც შრომის ასევე დროის თვალსაზრისით.
მომავალში მარინას გაფართოვება და ბიზნესის განვითარება სურს. კერძოდ, ის ჟოლოს დარგვასა და რეალიზაციას აპირებს. პროექტის ფარგლებში შეძენილი ტრაქტორი კი ამ საქმეშიც გამოადგება. ჟოლოს ბიზნესისთვის მარინას გარკვეული ფინანსები ესაჭიროება ნერგებისთვის, ღობესთვის და წყალგაყვანილობისთვის.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.