145 მცირე გრანტი
58 სასწავლო გრანტი
162 მეწარმე ქალი

2019 წლის 1 მაისიდან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაიწყო 26-თვიანი პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით", რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო  და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE),  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში. ა

პროექტის განხორციელების არეალი მოიცავს კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტს. მისი მიზანია ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, მათი გააქტიურება და გაძლიერება. 

პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა ქალთა ინიციატივები კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

Aaa