ნონა მეტრეველი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ცხოვრობს. სოფელი ასურეთი საკმაოდ მაღალი ტურისტული პოტენციალით ხასიათდება და შესაბამისად, თანდათან იზრდება მცირე მეწარმეების რიცხვიც. სწორედ ამიტომ, ნონამ გადაწყვიტა ბუღალტრული მომსახურება გაეწია ასურეთსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
იდეის განხორციელების მიზნით, ნონამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. ნონას ბუღალტერიაში 2 წლიანი გამოცდილება აქვს და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.