სახელი : დიანა იმედაშვილის კაფე

დიანა იმედაშვილი აქტიური მეწარმე ქალია პანკისის სოფელ ბირკიანიდან, რომელიც უკვე ერთი წელია კაფეს ბიზნესშია ჩართული და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, როგორც ტურისტები ისე ადგილობრივი მოსახლეობა. 

ბიზნესისა და უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დიანამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, დიანამ საცხობი დაამატა კაფეს, რაც მის შესაძლებლობებს უფრო მეტად გაზრდის მომავალში.

მომავალში, დიანა უფრო ძლიერ და აქტიურ ქალად ხედავს საკუთარ თავს. ის არ აპირებს ერთ ადგილზე გაჩერებას და სურს უფრო მეტი რამ ისწავლოს. აქვს მომავლის გეგმებიც და დიდი იმედებიც.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.