სახელი : თამარის საოჯახო სასტუმრო

თამარ შუბითიძე 3 შვილის დედაა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან. ის აქტიური ქალია და ყოველთვის ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე.

დამატებითი ფინანსური რესურსებისთვის თამარმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და საოჯახო სასტუმრო გახსნა. თამარის საოჯახო სასტუმრო ტურისტულ ზონაში მდებარეობს და საკმაოდ დიდია. თამარს რამდენიმე ოჯახის მიღება შეუძლია ერთდროულად. ის ძალიან სტუმართმოყვარეა და ყოველთვის მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორენტირებული.

მომავალში თამარს გაფართოვება სურს. საოჯახო სასტუმრო ორსართულიანი სახლის პირველ სართულზეა, თუმცა თამარს მეორე სართულის გარემონტებაც სურს. ამისთვის კი შესაბამისი ფინანსები ესაჭირეობა.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.