მარიამ ალდამოვი მცირეწლოვანი შვილების დედაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანიდან. მას შემდეგ რაც, მარიამმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა, შეიძინა ძროხა და გადაწყვიტა საკუთარი რძის პროდუქტების ბიზნესი წამოეწყო.
პროექტის დახმარებით, მარიამს უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდა და საქმიანობის გაფართოვებასაც აპირებს. ამჟამად, თავის მომხმარებელს ნატურალურ რძის პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორის ხაჭო და რძე.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.