სახელი : მარიამის ვენახი

მარიამ ალხანაშვილი სამი შვილის დედაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანიდან. ის მეუღლესთან, შვილებთან და დედამთხილთან ერთად ცხოვრობს და მისი ძირითადი საზრუნავი ოჯახის კეთილდღეობაა. სოციალურად დაუცველი ოჯახის ძირითადი საქმიანობა მევენახეობაა. მარიამი 0.02 ჰექტარზე ამუშავებს ვენახს და მოჰყავს რქაწითელას და მწვანეს ჯიშის ყურძენი. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარებაა, მარიამმა გადაწყვიტა წარმოება გაეფართოვებინა და ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა.

ინიციატივის განხორციელების მიზნით, მარიამმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ვენახის გასაშენებლად შესაბამისი ინვენტარი შეიძინა. ვინაიდან, სოფელ წინუბანში იშვიათია მწვანე და საფერავის ჯიშის ყურძენი, მარიამმა სწორედ ამ ჯიშების განვითარება გადაწყვიტა.

მარიამის ყურძენი ჯანსაღ გარემოშია მოყვანილი და შენარჩუნებული აქვს არომატი და ვიტამინები. რაც შეეხება რეალიზაციას, ის ლამაზად ფუთავს ყურძენს და ადგილობრივ ბაზარზე და მაღაზიებში ყიდის.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.