ნათელა ბარბაქაძე და ნათია კუსიანი ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში ცხოვრობენ. იმის გამო, რომ სოფელში არ არის სალონური მომსახურება, გადაწყვიტეს სილამაზის სალონი გაეხსნათ და ხარისხიანი მომსახურება შეეთავაზებინათ მაცხოვრებლებისთვის.
ინიციატივის განსახორციელებლად ნათელამ და ნათიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღეს მონაწილეობა და შეიძინეს სალონისთვის საჭირო ინვენტარი. ისინი ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის კმაყოფილებაზე და მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ ჭიაურისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს.
ამ ეტაპზე, ერთი ადგილობრივი ქალიც დაასაქმეს და მომავალში განვითარებაზე ფიქრობენ. ნათელას და ნათიას ფრჩხილების მოვლის სერვისის დამატება სურთ სალონში, თუმცა ამისათვის შესაბამისი აპარატებისა და პროდუქციის ყიდვა ესაჭიროებათ.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.