თამილა კაპანაძე პედაგოგი და ორი შვილის დედაა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშიდან.
განვითარებაზე და უკეთეს მომავალზე ფიქრით, თამილამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ორი საკერავი მანქანა შეიძინა. შემდეგ კი თანდათან სამკერვალო ბიზნესისთვის დაიწყო მზადება. მისი საქიმანობა ძირითადად მოიცავს სხავდასხვა ტანსაცმლის გადაკეთებას, თეთრეულის შეკერვასა და რეალიზებას.
თამილას მომავალში საინტერესო გეგმები აქვს, სურს მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს. ამისთვის კი შესაბამისი მასალა ჭირდება: ქსოვილები, ძაფები და მაკრატელი.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.