ნინო სუდაძე სოფლის მეურნეობას მისდევს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში და აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის კარტოფილს, სიმინდს, ლობიოს და ა.შ. ნინოს მიწის დამუშავებისთვის საკმაოდ დიდი რესურსები სჭირდებოდა. შრომის გამარტივების მიზნით მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით მან ტრაქტორი შეიძინა და რესურსები დაზოგა. ამასთან, ტრაქტორის მომსახურებასაც სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას.
მომავალში, ნინო წარმოებული პროდუქციის რეალიზებას აპირებს და ასევე სურს, რომ რძის პროდუქტებიც შესათავაზოს თავის მომხმარებლებს.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.