სახელი : ჰეირანის ბოსტანი

 

ჰეირან რასულ ყიზი სოფლის მეურნეობას მისდევს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. საქმიანობის გაფართოვების მიზნით ჰეირანმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და წყლის სისტემა გაიყვანა თავის ბოსტანში.

ჰეირანს სხვადასხვა სახეობის ჯანსაღი ბოსტნეული მოჰყავს და მათ რეალიზაციასაც ეწევა. მის ბოსტანში შეხვდებით ნიორს, მწვანე ხახვს, ბოლოკს, სალათის ფურცელს, ქინძს, ნიახურს, წიწაკას და სხვა მრავალ მწვანილს. პროდუქციას ძირითადად ბაზარში აბარებს და მომავალში განვითარებაზეც ფიქრობს.

ჰეირანი სასათბურე მეურნეობითაც არის დაინტერესებული და სათბურისთვის შესაბამისი ცელოფნები ესაჭიროება. გარდა ამისა, წარმოების გაფართოვებისთვის დამატებითი თესლების და ფოსფორის შეძენა სურს.

 

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.