სახელი : ლიანას რძის პროდუქტები

ლიანა კოჩიტოვა აქტიური ქალია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისიდან. ის ყოველთვის ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე და მაქსიმალურად ცდილობს შესაძლებლობა გამოიყენოს და განვითარდეს. სწორედ ამიტომ, მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში.

პროექტის დახმარებით ლიანამ ძროხა და ხბო შეიძინა, და აქტიურად დაიწყო რძის პროდუქტების წარმოება. ის ძირითადად ყველსა და რძეს აწარმოებს და ადგილობრივ მოსახლეობაში ყიდის. ლიანას რძის პროდუქტები ნატურალურია და ძალიან გემრილი.

მომავალში ლიანას წარმოების გაფართოვება სურს და მეტი მომხმარებლის მოზიდვა. ამისათვის კი დამატებითი ძროხები ესაჭიროება. გარდა ამისა, ტრაქტორის შეძენაც სურს შრომის გამარტივებისა და დროის მოგების მიზნით.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.