ინგა მულაძე და შორენა მეტრეველი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ცხოვრობენ. იმის გამო რომ სოფელში არ არის თავის მოვლის მომსახურება, ადგილობრივ მოსახლეობას თბილისში ან თეთრიწყაროს ცენტრში უწევთ წასვლა. აქედან გამომდინარე, ინგას და შორენას გაუჩნდათ იდეა, სოფლის მოსახლეობისთვის შეეთავაზებინათ ფრჩხილების მოვლისა და ლაზეროთერაპევტის მომსახურება ადგილზე მისვლით.
ინიციატივის განხორციელებისთვის ინგამ და შორენამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღეს მონაწილეობა და მომსახურების გასაწევად საჭირო ინვენტარი შეიძინეს. გარდა ამისა, გოგოებმა ამავე პროექტის ფარგლებში შესაბამისი სასერთიფიკატო ტრენინგებიც გაიარეს და თანდათან ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყეს.
ინგა და შორენა უსაფრთხო და ხარისხიან სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს. მომავალში სივრცის ქირაობაც სურთ და თავიანთი საქმიანობის განვითარება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.