ქიშმიშ კულახზიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს. მას ყოველთვის სურდა საკუთარი საქმე ჰქონოდა და დამატებითი შემოსავალი. სოფელში, ეპილაციის მომსახურება არ არსებობდა და ქიშმიშმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდი დახმარებით, გადაწყვიტა ეს სერვისი შეეთავაზებინა მაცხოვრებლებისთვის.
პროექტში მონაწილეობამ მას საშუალება მისცა თავისი საქმიანობა დაეწყო და სახლიდან გასულიყო. ახლა ის ბედნიერია, რომ დამოუკიდებელი ქალია და საკუთარი შემოსავალი აქვს. მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ცდილობს საუკეთესო მომსახურება გაუწიოს მათ.
სამომავლოდ, ქიშმიშს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. საქმიანობის გაფართოვებას აპირებს და სურს მანიკურის სპეციალობას დაეუფლოს.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.