ლეილა ივანიძე სოფლის მეურნეობას მისდევს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში. მას პატარა სათბური ჰქონდა, სადაც ბოსტნეულს აწარმოებდა, თუმცა ყოველთვის სურდა განვითარება და წარმოების გაზრდა. სწორედ ამ მიზნით, ლეილამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა და ახალი სათბურისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.
ლეილა ნატურალურ და გემრიელ პროდუქციას აწარმოებს, მათ შორისაა ბოლოკი, სხვადასხვა ჯიშის მწვანილები და ა.შ. წარმოების გაზრდასთან ერთად, ნელ-ნელა პროდუქციის რეალიზებასაც აპირებს.
მომავალში ლეილას მზის გათბობის სისტემის, დამატება სურს თავის სათბურში, რათა პროდუქციის გაყიდვა წელიწადის ყველა სეზონზე შეძლოს.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.