სახელი : მარიამ მურადაშვილი - ყველის წარმოება

მარიამ მურადაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ცხოვრობს. მას ძალიან უნდოდა თავისი ბიზნესი დაეწყო და დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა. ამიტომ, მარიამმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა და ძროხა შეიძინა. პროექტის დახმარებით, მარიამმა რძის პროდუქტების, კერძოდ კი ყველის წარმოება-რეალიზაცია დაიწყო. მისი პროდუქტი ნატურალური და ძალიან გემრიელია. სწორედ ამიტომ, მარიამს ბევრი მომხმარებელი ჰყავს სხვადასხვა რეგიონიდან.

მომავალში მარიამს ბიზნესის განვითარებას გეგმავს. 

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.