ქიშმიშ კულახზიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს. სოფელში, ეპილაციის მომსახურება არ არსებობდა და ქიშმიშმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდი დახმარებით, გადაწყვიტა ეს სერვისი შეეთავაზებინა მაცხოვრებლებისთვის, კერძოდ ნემსით ეპილაცია.
სამომავლოდ, ქიშმიშს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. საქმიანობის გაფართოვებას აპირებს და სურს მანიკურის სპეციალობას დაეუფლოს.
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.