სახელი : მარიეტას სამკერვალო

მარიეტა შამილოვა მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან. მას ძალიან უნდოდა საკუთარი შემოსავლის წყარო  ჰქონოდა და გადაწყვიტა სამკერვალო საწარმო გაეხსნა სახლში.

ინიციატივის განხორციელების მიზნით, მარიეტამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და სამკერვალოსთვის აუცილებელი ინვენტარი შეიძინა.

მარიეტა დახვეწილ, ინდივიდუალურ სტილს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მას შეუძლია სხავდასხვა თეთრეულისა და ტანსაცმლის შეკერვა, გადაკეთება. მომავალში საქმიანობის გაფართოვებაც სურს. ამისათვის კი ცოდნის გაღრმავება ესაჭირობა, ამასთან ერთად დამატებითი ქსოვილების შეძენაც.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.