ჰეირან რასულ ყიზი სოფლის მეურნეობას მისდევს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.
ჰეირანს სხვადასხვა სახეობის ჯანსაღი ბოსტნეული მოჰყავს და მათ რეალიზაციასაც ეწევა. მის ბოსტანში შეხვდებით ნიორს, მწვანე ხახვს, ბოლოკს, სალათის ფურცელს, ქინძს, ნიახურს, წიწაკას და სხვა მრავალ მწვანილს. პროდუქციას ძირითადად ბაზარში აბარებს და მომავალში განვითარებაზეც ფიქრობს.
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.