მარინე ძამუკაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ცხოვრობს. მას ყოველთვის სურდა საკუთარი შემოსავლის წყარო ჰქონოდა და დახმარებოდა ოჯახს. მისი და მაღაზიას ფლობს ამავე სოფელში, სადაც მარინეს სივრცე გამოუყო საქმიანობის წამოსაწყებად. ინიციატივის განხორციელებისთვის კი, მარინემ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, მან ინვენტარი შეიძინა და თავისი დის მაღაზიაში განალაგა გასაყიდად.
მარინე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს თავის მომხმარებელს: სხვადასხვა ფერის, ზომის და დანიშნულების თეფშები, ჭიქები, დანები, სასაჩუქრე ნაკრებები და ა.შ.
მომავალში მარინეს გაფართოვება სურს და განსხვავებული ჭურჭლის, თეთრეულის დამატება. ამისათვის კი მას დამატებითი ფინანსები ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.