თამარ შუბითიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ცხოვრობს და საოჯახო სასტუმროს ფლობს.
თამარის საოჯახო სასტუმრო ტურისტულ ზონაში მდებარეობს და საკმაოდ დიდია. თამარს რამდენიმე ოჯახის მიღება შეუძლია ერთდროულად. ის ძალიან სტუმართმოყვარეა და ყოველთვის მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორენტირებული.
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.