სახელი : მარი სარაჯიშვილი

მარი სარაჯიშვილი აქტიური ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან. ის დაინტერესებული იყო სალონური მომსახურებით და ყოველთვის სურდა დასაქმებულიყო ამ სფეროში. სურვილის განხორციელების მიზნით, მარიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და სილამაზის სალონისთვის შესაბამისი ინვენტარი შეიძინა.

მარი თელავის ერთ-ერთ სალონში მუშაობს. ის ხარისხიან და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს და ყოველთვის ზრუნავს მათ კმაყოფილებაზე. უკეთესი მომსახურებისთვის მარის დამატებითი ინვენტარი ესაჭიროება, მათ შორის სავარძელი და სარკე.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.