სახელი : მერის რძის პროდუქტები

მერი ბოლქვაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ცხოვრობს. მას ყოველთვის სურდა დამატებითი საქმიანობით ოჯახს დახმარებოდა. სწორედ ამიტომ, მერიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარადჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.

პროექტის დახმარებით, მერიმ ძროხა შეიძინა და რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაცია დაიწყო. ის ძირითადად აწარმოებს რძეს, ყველის სხვადასხვა სახეობას და მარნეულის ბაზარში ყიდის. მომავალში კი მერის განვითარება და წარმოების გაზრდას აპირებს.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.