სახელი : მზიას საცხობი

მზია ჯაბიშვილი აქტიური ქალია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან. მზია დაინტერესებული იყო კულინარიით და ყოველთვის სურდა ამ სფეროში დასაქმებულიყო.

ახალი შესაძლებლობებისთვის, მზიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, მან შესაბამისი ინვენტარი შეიძინა და სახლში საცხობი გახსნა. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში კულინარიის კურსებიც გაიარა, სადაც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ლელა სეთური გაიცნო და მის კაფეში დასაქმდა.

საბოლოოდ, მზია ძალიან კმაყოფილია პროექტით. როდესაც კაფეში არ მუშაობს, სახლში აცხობს სხვადასხვა გემრიელობებს: ნამცხვრები, ცომეულობა და ა.შ.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.