ნინო ქავთარაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში ცხოვრობს. მას ყოველთვის სურდა დამატებითი საქმიანობით ოჯახს დახმარებოდა. სწორედ ამიტომ, მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში.
პროექტის დახმარებით, ნინომ ერთი ძროხა და ხბო შეიძინა. ახლა, რძის პროდუქტები საკმარისი რაოდენობით აქვს ნინოს ოჯახს და სასარგებლოდ იკვებებიან.
მომავალში ნინოს წარმოების გაფართოვება სურს და რძის პროდუქტების რეალიზაცია. ამისათვის კი, სულ მცირე ერთი მეწველი ძროხა მაინც ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.