სახელი : ლეილას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა

ლეილა ბალაშვილი აქტიური ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან. ის სოფლის მეურნეობას მისდევს და ყოველთვის ორიენტირებულია გაფართოვებაზე. სწორედ ამიტომ, ლეილამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით ლეილამ სარწყავი სისტემის მოწესრიგება შეძლო.

ლეილა მრავალფეროვან არჩევნას სთავაზობს თავის მომხმარებელს: კარტოფილი, საფერავის ჯიშის ყურძენი, კიტრი, პომიდორი, სხვადასხვა სახეობის მწვანილები და ლობიო, სტაფილო, ჭარხალი, ჯინჯერი მოსავალს თელავის აგრარულ ბაზარში ყიდის. ლეილას პროდუქცია ნატურალური და ძალიან სასარგებლოა. მომხმარებელიც ყოველთვის კმაყოფილია მისი მომსახურებით.

მომავალში ლეილას დიდი გეგმები აქვს. ის პატარა ფერმერულ მეურნეობის მოწყობას აპირებს. ამასთან ერთად, ძალიან უნდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ამიტომ, მოთხოვნიდან გამომდინარე, სურს ახალგაზრდებს შეასწავლოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.