მანანა ლობჟანიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს. მისი ძირითადი საქმიანობა მეფრინველეობაა და ყოველთვის ფიქრობდა მის გაფართოვებაზე. სწორედ ამიტომ, მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ინვენტარი შეიძინა ფერმისთვის.
მანანა ქათმებს ყიდის როგორც ადგილობრივ ბაზარში, ასევე სოფლის და ქალაქის მოსახლეობაშიც. მას ბიოლოგიურ კვებაზე ჰყავს თავისი ფრინველი და მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია მისი პროდუქციით. გარდა ამისა, ის კვერცხის რეალიზებასაც ეწევა.
მომავალში მანანას დიდი გეგმები აქვს. ბიზნესის გამრავალფეროვნების მიზნით, მწყერების წარმოება-რეალიზაციაც უნდა. ამასთან ერთად, წიწილების რეალიზაციასაც გეგმავს. ამისათვის კი, მანანას ინკუბატორი ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.