სახელი : ლიამანისა და ზოხრას სილამაზის სალონი

ლიამან ბაირამოვა და ზოხრა ხუდიევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ცხოვრობენ. ისინი სილამაზის სალონს ფლობენ და ყოველთვის მომხმარებლის კმაყოფილებასა და მომსახურების გაფართოვებაზე არიან ორიენტირებულნი.

ბიზნესის გაფართოვებისა და სერვისის გამრავალფეროვნების მიზნით, ლიამანმა და ზოხრამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღეს მონაწილეობა და სალონისთვის დამატებითი ინვენტარი შეიძინეს. ახლა, მათი სილამაზის სალონით ბევრად მეტი მომხმარებელი სარგებლობს. მათ მოსწავლეებიც ჰყავთ და ცდილობენ მაქსიმალურად სრულყოფილად შეასწავლონ საქმე. მომავალში ქალებს, ბიზნესის გაფართოვებასთან ერთად მეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაც სურთ.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.