სახელი : ნაირა ოჰანჯანიანი - ბისკვიტის სახლი "არფი"

ნაირა ოჰანჯანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს. ის ყოველთვის გემრიელ ტორტებსა და ნამცხვრებს აცხობდა და უნდოდა თავისი საქმიანობის განვითარება. სწორედ ამიტომ, ნაირა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდი ახალ ინიციატივაში ჩაერთო და შესაბამისი ინვენტარი შეიძინა საკონდიტროს გახსნისთვის.

ნაირა სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის ტორტებს აცხობს და ყოველთვის ჰყავს ერთგული მომხმარებლები სხვადასხვა სოფლებიდან. მას სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე აქვს განავსებული თავისი პროდუქცია, რაც განსაკუთრებით დაეხმარა პანდემიის პირობებში. ამასთან, ამავე პროექტის ფარგლებში ქეას დახმარებით ლოგოც აქვს თავისი ბიზნესისთვის.

მომავალში, ნაირას საინტერესო გეგმები აქვს. სურს, თავისი ბიზნესი განავითაროს და ახალქალაქის ცენტრში გახსნას საკონდიტრო.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.