ნაირა ოჰანჯანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს. ის ყოველთვის გემრიელ ტორტებსა და ნამცხვრებს აცხობდა და უნდოდა თავისი საქმიანობის განვითარება.
ნაირა სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის ტორტებს აცხობს და ყოველთვის ჰყავს ერთგული მომხმარებლები სხვადასხვა სოფლებიდან. მას სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე აქვს განავსებული თავისი პროდუქცია, რაც განსაკუთრებით დაეხმარა პანდემიის პირობებში.
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.