სახელი : ელისოს რძის პროდუქტების ბიზსენი

ელისო ქავთარაშვილი სამი შვილის დედაა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს. ვინაიდან ელისოც და მისი მეუღლეც უმუშევრები იყვნენ, ელისოს უნდოდა საკუთარი საქმიანობა დაეწყო და ოჯახს დახმარებოდა ფინანსურად.

დამატებითი შემოსავლის მიზნით, ელისომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ერთი მეწველი ძროხა შეიძინა. შედეგად, რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაცია  დაიწყო და მისი ოჯახის შემოსავალიც გაიზარდა.

ელისო ძირითადად ყველსა და ხაჭოს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მისი რძის პროდუქცია ძალიან გემრიელი და რაც მთავარია, ნატურალურია.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.