სახელი : მანანა ქავთარაშვილი - რძის პროდუქტების წარმოება

მანანა ქავთარაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში ცხოვრობს და რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციას მისდევს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მონაწილეობის შედეგად, მანანამ ძროხა შეიძინა და მისგან ნაწარმოები პროდუქტების რეალიზაცია დაიწყო. მანანას რძის პროდუქტები ძალიან გემრიელი და რაც მთავარია, ნატურალურია.

მომავალში, მანანა განვითარებაზე ფიქრობს და წარმოების გაზრდა სურს.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.