ირინე გვაჯაია მცირეწლოვანი ბავშვების დედაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშიდან. ის ძალიან გემრიელ ტკბილეულს და ცომეულს ამზადებს და ყოველთვის უნდოდა საკუთარი საცხობი ქონოდა. ინიციატივის განხორციელების მიზნით ირინემ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და საცხობისთვის საჭირო ინვენატრი შეიძინა.
ირინე პროდუქციას ოჯახში არსებულ ნედლეულზე ამზადებს და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს. მისი სახლი ხაიშის სკოლასთან ახლოს მდებარეობს და შესაბამისად სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები თუ ადმინისტრაცია ირინეს პოტენციური მომხმარებლები არიან.
ირინეს „გემრიელი სამყარო“ მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს: ხაჭაპური, ლობიანი, ნამცხვრები, ღვეზელები, პიცა და ა.შ. გარდა ამისა, საკუთარ ეზოში ლამაზი კუთხე მოაწყო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დასხდნენ, დაისვენონ და გემრიელი საკვები და დესერტი დააგემოვნონ.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.