სახელი : სირუშ ბალასანიანი - "ალარმ ქეიქ ვაჩიანი"

ირუშ ბალასანიანი აქტიური ქალია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანიდან. ს ყოველთვის გემრიელ ნამცხვრებს და ცომეულს აცხობდა და ოჯახის დახმარების მიზნით, გადაწყვიტა წარმოება გაეზარდა და საკუთარი საკონდიტრო გაეხსნა. ნიციატივის განხორციელების მიზნით, სირუშმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და საკონდიტროსთვის აუცილებელი ინვენტარი შეიძინა.

ირუში ძალიან გემრიელ, სხვადასხვა ზომის, ფორმის და სახეობის ტორტებს, ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ლობიანებს და სხვა ტკბილეულსა და ცომეულს აცხობს. რომატისთვის კი თავის პროდუქციას საკუთარი ბაღის ხილს უმატებს. წორედ ამიტომ, მას ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს სხვადასხვა სოფლებიდან. ამატებით სირუში უგემრიელეს ჩირსა და კარამელის მიწის თხილს აკეთებს და შეუძლია მოთხოვნის შესაბამისად გაყიდოს.

ომავალში სირუშს მომსახურების გამრავალფეროვნება სურს. ინაიდან ახალქალაქში ძალიან ბევრ დღესასწაულს აღნიშნავენ, სირუშმა გადაწყვიტა საკონდიტროში სადღესასწაულო პროდუქციაც დაამატოს: სანთლები, ქუდები, ფეიერვერკები და ა.შ. ამისათვის კი დამატებითი ფინანსები ესაჭიროება. (2000)

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.