თამარ მურჯიკნელი 4 შვილის დედაა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშიდან. მისი მთავარი საზრუნავი ოჯახის კეთილდღეობაა. სწორედ ოჯახის დახმარების მიზნით გადაწყვიტა თამარმა, მონაწილეობა მიეღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში.
პროექტის ფარგლებში თამარმა ძროხა და ხბო შეიძინა და აქიურად ჩაერთო რძის პროდუქტების წარმოებაში. თამარი ძირითადად ყველს აწარმოებს და ყიდის ადგილობრივ მოსახლეობაში და ახლობლებში. თამარის პროდუქცია ნატურალური და ძალიან გემრიელია.
მომავალში თამარს განვითარება და წარმოების გაფართოვება სურს. ვინაიდად მისი ოჯახი საკმაოდ დიდია, გასაყიდი რძის პროდუქტები არასაკმარისი რაოდენობით რჩება. ამიტომ, იმისათვის რომ ბიზნესი გააფართოვოს, თამარს კიდევ ერთი მოსაგები ძროხა ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.