სახელი : ნინო ხუციშვილი - ყველის წარმოება

ნინო ხუციშვილი მცირეწლოვანი შვილების დედაა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშიდან. ვინაიდან ოჯახში დასაქმებული არავინ არის, ნინოს ყოველთვის სურდა საკუთარი საქმიანობით ოჯახს დახმარებოდა და გადაწყვიტა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიეღო მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში, ნინომ ძროხა და ხბო შეიძინა და აქტიურად დაიწყო რძის პროდუქტების წარმოება, კერძოდ კი ყველის. ნატურალურ და გემრიელ პროდუქციას ნინო ადგილობრივად ცვლის სხვა პროდუქტებში და ძალიან კმაყოფილია შედეგით.

მომავალში განვითარებას და ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს. ამისათვის მას კვლავ ძროხების შეძენა სჭირდება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.