სირუშ ბალასანიანი აქტიური ქალია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანიდან. ის ძალიან გემრიელ, სხვადასხვა ზომის, ფორმის და სახეობის ტორტებს, ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ლობიანებს და სხვა ტკბილეულსა და ცომეულს აცხობს. არომატისთვის კი თავის პროდუქციას საკუთარი ბაღის ხილს უმატებს. სწორედ ამიტომ, მას ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს სხვადასხვა სოფლებიდან. დამატებით სირუში უგემრიელეს ჩირსა და კარამელის მიწის თხილს აკეთებს და შეუძლია მოთხოვნის შესაბამისად გაყიდოს.
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.