სამირა ხალილოვა მესაქონლეობას მისდევს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში. მას ძალიან უნდოდა საქმიანობის განვითარება და ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა.
სამირას, ამ ეტაპზე 17 ძროხა ჰყავს და რძის პროდუქტების, კეროდ მაწონის, არაჟნის, ყველის წარმოება-რეალიზაციას მისდევს. მას ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებლები ჰყავს.
მომავალში, სამირა საქმიანობის გაფართოვებას აპირებს.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.