ნაირა ჭკადუა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ცხოვრობს და ძირითადად რძის პროდუქტების წარმოებით არის დაკავებული. კერძოდ, სულგუნის წარმოება-რეალიზაციას მისდევს. სულგუნზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ნაირას სურდა წარმოება გაეფართოვებინა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიეღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით ნაირამ საჭირო ინვენტარი შეიძინა და სულგუნის წარმოება გააფართოვა.
ნაირას სულგუნი ჯანსაღ გარემოშია დამზადებული და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს, მათ შორის თბილისის რამდენიმე მაღაზია. მომავალში, ნაირას თავისი საქმიანობისთვის სივრცის მოწყობა სურს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რათა გახდეს ლიცენზირებული ყველის მწარმოებელი.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.