თეა წუწაშვილი მცირეწლოვანი შვილების დედაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან. ვინაიდან პანკისის ხეობაში არ არსებობს ჭურჭლის გაქირავების სერვისი, თეას გაუჩნდა იდეა, რომ წამოეწყო მცირე ბიზნესი და ჭურჭლის გაქირავების მომსახურება შეეთავაზებინა ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
იდეის განსახორციელებლად, თეამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ჭურჭელი შეიძინა. თეა სხვადასხვა ზომის, ფორმის და დანიშნულების ჭურჭელს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. ახლა, სხვადასხვა ღონისძიების ან შეკრების დროს, პანკისის ხეობის მოსახლეობას აღარ უწევს რაიონში ჩასვლა და ჭურჭელს თეასგან ქირაობს.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.