სახელი : რუზანას სილამაზის სალონი

რუზანა კულახზიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს. ის ყოველთვის დაინტერესებული იყო სილამაზის სფეროთი. გაეროს ქალთა ორგზანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალი ინიციატივის დახმარების, რუზანამ სილამაზის სალონი გახსნა.

რუზანა ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს, მათ შორისაა: დავარცხნა, თმის შეღებვა, შეჭრა და ა.შ. პროექტის ფაგრლებში, რუზანამ სალონის მომსახურება გააფართოვა და ამასთან ერთი ადგილობრივი ქალიც დაასაქმა.

მომავალში, კვლავ გეგმავს განვითარებას და უკეთესი მომსახურების შეთავაზებას თავისი მომხმარებლებისთვის.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.