ნათია ბიწაძე მარტოხელა დედაა, რომელიც ლაგოდეხის სოფელ კართუბანში ცხოვრობს დედასთან, ძმასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. მან ყოველთვის სურდა თავისი საქმე წამოეწყო და ბუღალტრული მომსახურება გაეწია მაცხოვრებლებისთვის. ამისთვის მან ბუღალტერიის კურსები გაიარა.
მომავლის უზრუნველსაყოფად ნათიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, შეიძინა ყველა ის ინვენტარი, რომელიც ბუღალტრული მომსახურების გასაწევად დასჭირდებოდა. დღეს უკვე მცირე და საშუალო მეწარმეები ჰყავს მომხმარებლები, თავისივე სოფლიდან.
მომავალს დიდი იმედით უყურებს. შვილის კეთილდღეობაზე ზრუნვა ნათიას დიდ მოტივაციას აძლევს და სჯერა, რომ ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.