ამალია ყურბანოვა მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან, რომელსაც საკუთარი თონე აქვს და პურს აცხობს. ბიზნესის განვითარებისთვის მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და თონესთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.
ამალიას თონის პური ძალიან გემრიელია და დიდი შეკვეთები აქვს სხვადასხვა დღესასწაულებზე. მისი საცხობი ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს და მომხმარებელიც ყოველთვის კმაყოფილია მომსახურებით.
მომავალში ამალიას ბიზნესის განვითარება სურს და თონესთან ერთად საცხობის გახსნა, სადაც გემრიელ ქადებს, ფუნთუშებს, ხაჭაპურს და სხვა ცომეულს გამოაცხობს და გაყიდის. ამისათვის კი დამატებითი ფინანსები ესაჭიროება.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.