სახელი : შორენა ქავთარაშვილი - რძის პროდუქტების წარმოება

შორენა ქავთარაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს და რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციას მისდევს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მონაწილეობის შედეგად, შორენამ წარმოება გააფართოვა და თავის მომხმარებელს ნატურალურ, გემრიელ რძის პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორის ხაჭოსა და ნადუღს. გარდა ამისა, შორენა თავის პროდუქციას მაღაზიებშიც ყიდის.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.