მერი ფარეულიძე შინამეურნეობას მისდევს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში. მისი ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთებს, სადაც მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი და სხვა ნატურალური პროდუქტი. მერის ყოველთვის სურდა დამატებითი საქმიანობა წამოეწყო და ოჯახს დახმარებოდა ფინანსურად.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მონაწილეობის შედეგად, მერიმ მოზარდი ქათმები შეიძინა და მათგან წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია დაიწყო. მერის ქათმები ბიოლოგიურ კვებაზე ჰყავს და მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მას საკმაოდ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, რაც მერის ძალიან ახარებს და სწორედ ამირომ, მომავალში წარმოების გაზრდაზეც ფიქრობს.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.