სახელი : გულპერ აფანდიევა და საბინა აფანდიევა - საცხობი

გულპერ აფანდიევა და საბინა აფანდიევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ცხოვრობენ. ისინი ყოველთვის გემრიელ ტკბილეულსა და ცომეულს აცხობდნენ და გადაწყვიტეს, თავიანთი საყვარელი საქმით შემოსავალი მიეღოთ. ამაში, კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ტასოს ფონდი დაეხმარნენ.

პროექტის დახმარებით გულპერმა და საბინამ შესაბამისი ინვენტარი შეიძინეს და უგემრიელეს ფახლავასა და „შაქარბურა“-ს სთავაზობენ მომხმარებლებს, ხულდარასა და მიმდებარე სოფლებიდან.

მომავალში, ისინი წარმოების გაფართოვებასა და უკეთესი მომსახურების შეთავაზებას აპირებენ მომხმარებლებისთვის.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.