მზექალა სურმანიძე აქტიური ქალია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისიდან. მზექალას ყოველთვის სურდა საკუთარი საქმიანობა და შემოსავალი ჰქონოდა,და ოჯახს დახმარებოდა. სწორედ ამიტომ, მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის დახმარებით მზექალამ 25 კურდღელი შეიძინა. მას ბიოლოგიურ კვებაზე ჰყავს კურდღლები და მაქსიმალურად ზრუნავს მათზე. კურდღლებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით რესტორნებისგან. მომავალში მზექალა გაფართოვებას აპირებს და კურდღლების გამრავლებას.
ბიზნესის განვითარებისთვის მას გარკვეული რესურსები სჭირდება: წვრილი ფიცრები გალიებისთვის, სპეციალური დამატებითი საკვები კურდღლებისთვის.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.